მომდევნო 4 დღის ამინდის პროგნოზი

2018-08-14 23:22:47

შავი ზღვის სანაპირო რაიონებში 15 - 16 აგვისტოს მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +28, +30 გრადუსი იქნება.

ქვეყნის ტერიტორიის დანარჩენ რეგიონებში იწვიმებს მხოლოდ ცალკეულ რაიონში (ძირითადად ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში). ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +29, +34 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +24, +29 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

ქ. თბილისში, 15 აგვისტოს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 16 აგვისტოს კი უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა 15 აგვისტოს +26, +28 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო 16 აგვისტოს +28, +30 გრადუსამდე მოიმატებს.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 15 აგვისტო +28°C, 16 აგვისტო +30°C, 17 აგვისტო +33°C, 18 აგვისტო +32°C.