ლარი კიდევ გაუფასურდა

2018-08-14 21:04:31

სავალუტო ჯუხურებში ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში კიდევ 2 პუნქტით გაუფასურდა. 1 დოლარის შეძენა 2.623 ლარად არის შესაძლებელი, ხოლო 1 დოლარის გაყიდვა 2.610 ლარად მოგიწევთ. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით ლარის ოფიციალურ კურსი დოლართან მიმართებაში 2.634 ნიშნულზეა.

ბოლო 3 დღის მანძილზე ლარი დოლართან მიმართებაში 18 თეთრით გაუფასურდა.