მამამ ბავშვი თოკით დააბა [photo]

2018-08-10 19:33:24

მცირეწლოვანი ბავშვი მამამ თოკით დააბა, რათა სახლიდან არ გაპარულიყო.

შემთხვევა ჩინეთში მოხდა. მეზობლებმა ბავშვი სახლში დაბმული იპოვნეს და დაუყონებლივ პოლიციას აცნობეს. არსებული ინფორმაციით, ბიჭი ხშირად ცელქობდა და სახლიდან იპარებოდა, სწორედ ამიტომ სახლიდან კიდევ რომ არ გაქცეულიყო მამამ გასვლისას მცირეწლოვანი გააშიშვლა და თოკებით საწოლის ფიცრებზე მიაბა.

ადგილზე მისულ პოლიციელებს ბავშვი გაუნძრეველ მდგომარეობაში დახვდა. მას კისერზე, ხელებსა და ბარძაყებზე 7 თოკი ჰქონდა მობმული და მოძრაობა არ შეეძლო.
მოგვიანებით ბავშვი იდენტიპიცირებული იქნა, გაირკვა, რომ ბიჭის დედას ფსიქიკური პრობლემები აქვს და ბავშვის მოვლა-პატრონობას ვერ ახერხებს.

მოზარდი საცხოვრებლად ბებია-ბაბუასთან იქნა გადაყვანილი.