იტალიაში ხიდი ჩაინგრა

2018-08-14 18:35:06

იტალიაში, ქალაქ გენუაში, შტორმის შედეგად 50-მეტრიანი სიმაღლის საავტომილო ხიდი ჩამოინგრა.
შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია 22, მათ შორის ერთი ბავშვი და დაშავებულია 13 ადამიანი. ნაპოვნია ასევე 10 დამტვრეული მანქანა.
ადგილზე მუშაობენ სასწრაფო, სახანძრო და სამაშველო სამსახურები. დამხმარე ბრიგადები გენუაში ახლომდებარე ქალაქებიდანაც ჩავიდნენ.
იტალიის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, უბედური შემთხვევის მსხვერპლთა იდენტიფიკაცია არ დასრულებულა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ცნობას დაღუპულთა ან დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების შესახებ არ ფლობს, თუმცა იტალიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს.
უწყება ცხელი ხაზის ნომერს აქვეყნებს +39 333 8879123
, რომელზეც დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით იტალიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს 24 საათის განმავლობაში შეუძლიათ დაუკავშირდნენ.