გახშირებული ავარიების გამო მემორიალთან მანიშნებლები დამონტაჟდება.

2017-01-28 19:35:46

გახშირებული ავარიების გამო თვითმმართველობა გმირთა მემორიალთან სპეციალური საგზაო მანიშნებლების მონტაჟს აპირებს. ამჟამად პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს, შემდეგი ეტაპი ტენდერის გამოცხადება იქნება. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მემორიალთან ე.წ მანიშნებლები დამონტაჟდება, რომელიც მარცხენა სანაპიროდან მომავალი მძღოლის ხედვის არეს გაუმჯობებებს და გზის სავალი ნაწილი ადვილად შესამჩნევი იქნება. პროექტის განხორციელების ზუსტი თარიღი უცნობია. შეგახსენებთ, წლის დასაწყისში აღნიშნულ ტერიტორიაზე მომხდარ ავარიას 5 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.