რომელი კორპუსების შეკეთება მოხდება

2018-08-14 22:45:14

რუსთავში ავარიული საცხოვრებელი სახლების, აივნების და ლოჯების გამაგრება-გაძლიერებისთვის საჭირო სამუშაოებისთვის ტენდერი გამოცხადდა. დაგეგმილია 4 საცხოვრებელი კორპუსის რეაბილიტაცია.

სამუშაოები ჩაუტარდება რუსთაველის ქ. #21, ტაშკენტის ქ. #5, სუმგაითელ მეტალურგთა ქ. #10-10, ასლანიკაშვილის ქ. #10 საცხოვრებელ სახლებს.

არსებული ინფორმაციით მოხდება აღნიშნული საცხოვრებელი სახლების გამაგრების სამუშაოები, დაზიანებული და ავარიული ლოჯების რეაბილიტაცია, ლითონის კონსტრუქციებისა და მოაჯირების დამზადება და მონტაჟი, საძირკვლის და სარდაფის კედლების გამაგრება, ხის ფანჯრის ბლოკის და ფანჯრის რაფების დაშლა და ახალი ლითონპლასტილის ფანჯრის ბლოკის მოწყობა.

სამუშაოების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 262 824 ლარს შეადგენს და მისი დასრულება ხელშეკრულების დადებიდან 150 კალენდარულ დღეში მოხდება.