რა ინიციატივა შევიდა პარლამენტში

2018-08-05 13:31:10

უცხოეთის მოქალაქეებისათვის საქართველოს ბინადრობის მოწმობის ნებართვის გაცემა რთულდება. საქართველოს კანონში  "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" შევა.

კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში წარდგენილია და დეპუტატებს გოჩა ენუქიძესა და ილია წულაიას ეკუთვნით.

ბინადრობის ნებართვის მიღების საფუძველი გახდება, საქართველოში 300 ათასი დოლარის ინვესტირება ან უძრავი ქონების ფლობა, რომლის ღირებულებაც 100 ათას აშშ დოლარს აღემატება.
პროექტის თანახმად ინვესტორზე  მუდმივი ბინადრობა აღარ გაიცემა, პირველ ეტაპზე ინვესტორმა 5 წლის ვადით საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა უნდა მიიღოს
.

კანონპროექტის ავტორების აზრით, ბინადრობის მოწმობის მისაღებად კანონი საკმაოდ დაბალ თანხობრივ ცენზს აწესებს, რაც დღევანდელ რეალობაში და მიგრაციის არსებული დონის გათვალისწინებით რაციონალურ მინიმალურ ზღვარზე უფრო დაბალია. ავტორების თქმით  ახალი კანონი ხელს უწყობს არა იმდენად ინვესტიციების მოზიდვასა და ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას, არამედ უცხო ქვეყნის მოქალაქეების მასობრივ მიგრირებას.

დღეს მოქმედი კანონით, პირზე ბინადრობის ნებართვა გაიცემა მის მიერ არანაკლებ 300 ათასი ლარის ინვესტიციის დაბანდების საფუძველზე, ან საქართველოს ტერიტორიაზე უძრავი ქონების საკუთრებაში ქონის შემთხვევაში, რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 35 ათასი აშშ დო ლარის ეკვივალენტს ლარში.

არსებული ინფორმაციით, საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული 1 წლის ვადით უვიზოდ ყოფნის უფლება საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და საქართველოს სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე 95 ქვეყნის მოქალაქეს აქვს.

საქსტატის თანახმად , მიგრანტად მიიჩნევა ნებისმიერი პირი, რომელიც ბოლო 12 თვეში 183 დღეს ან მეტხანს იმყოფებოდა საქართველოს ტერიტორიაზე და, ამასთანავე, წინა 12 თვის განმავლობაში 183 დღე ან მეტი საქართველოს ფარგლებს გარეთ ჰქონდა გატარებული.