ავარია ტრაპზონში

2018-08-14 12:33:15

თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.ტრაპზონში ავარიის შედეგად საქართველოს სამი მოქალაქე დაშავდა.

თურქეთში, მიკრო ავტონუსი ქართული სანომრე ნიშნებით გადაადგილდებოდა,სადაც საქართველოს 21 მოქალაქე იმყოფებოდა.

საქართველოს მოქალაქეები რომლებიც მიკრო ავტობუსში ისხდნენ სეზონურად მომუშავე მუშები იყვნენ.
არსებული ინფორმაციით მიკრო ავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა სავალი გზიდან გადავიდა და ამოტრიალდა.

დაზარალებული ქართველები თურქეთის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს და მათ სამედიცინო კვლევები უტარდებათ.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.
ფაქტზე, გამოზიება მიმდინარეობს.