ახალი სკოლები რუსთავში [video]

2018-08-13 23:08:37

რუსთავში 3 სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. [ვიდეო/video]

პროექტი "აშშ-ს ათწლეულების გამოწვევის ფონდის" დაფინანსებით განხორციელდა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა #4, #15 და #28 საჯარო სკოლებს. ახალი იატაკი და ჭერი, გათბობის და განათების სისტემა, კედლები, ავეჯი, დაფები, მაგიდები და სკამები, სპორტული და სააქტო დარბაზები - სკოლები სრულად განახლდა.

სკოლები ევროსტანდარტების შესაბამისად მოეწყო.