14 აგვისტოს ელ.ენერგიის მიწოდება იზღუდება

2018-08-13 20:53:06

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება "ენერგო-პრო ჯორჯია"-ს აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 აგვისტოს 11:00-დან 17:00 საათამდე შუალედში ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 234 აბონენტს ვაზიანში, მარტყოფში, ლილოს დასახლებაში, სამგორში და მიმდებარე სოფლებში, 11:00-დან 19:00 საათამდე 2050 აბონენტს მარნეულის რაიონის სოფლებში ქვემო სარალი, შულავერი, მარეთი, კაპანახჩი და მიმდებარე სოფლებში, 11:00-დან 18:00 საათამდე 489 აბონენტს წალიკს რაიონის სოფლებში ბეშთაშენი, ახალშენი, ბურნაშეთი და მიმდებარე სოფლებში, 11:00-დან 18:30 საათამდე 754 აბონენტს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში სამშვილდე, აბელიანი, მადანი, დიდი კლდეისი და მიმდებარე სოფლებში, აგრეთვე თეთრწყაროში ტაბიძის, სულხან-საბას, კეცხოველის, ლომონოსოვის და მიმდებარე ქუჩებზე, 15:00-დან 20:00 საათამდე 703 აბონენტს ფოლადაანთკარში, გამარჯვებში, ყარაჯალარსა და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.