რეორგანიზაციის შედეგად მერიიდან თანამშრომლებს დაითხოვენ (ვიდეო).

2017-01-28 18:14:23

რუსთავის მერიაში რეორგანიზაცია მიმდინარეობს. როგორც, ქალაქის მერი, დავით ჯიქია, „ინფო რუსთავთან“ ინტერვიუში აცხადებს, აღნიშნული პროცესი სტრუქტურულ რეორგანიზაციას წარმოადგენს და  იმ აიპებიდან, სადაც რეორგანიზაციები არ განხორციელებულა ახალი სტრუქტურების შემოთავაზება  ხელძღვანელების მხრიდან ხდება. „ადამიანი, რომელიც მხოლოდ იმიტომ მუშაობდა, რომ დილას უნდა მოსულიყო და ერთ საათში უკან უნდა წასულიყო, ასეთ ადამიანთან მიმართებაში ჩვენ შეიძლება კითხვები გაგვიჩნდეს“- აღნიშნავს დავით ჯიქია და კონკრეტულად იმ აიპებს ასახელებს, რომელშიც  რეორგანიზაცია მოხდება.