ერისიონის მომღერალი გარდაიცვალა

2018-08-13 20:29:53

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ე.წ. ზოოვეტის დასახლებაში 28 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით ახალგაზრდას საცხოვრებელი ბინის კარები ჩაეკეტა, სახლში შეღწევა კი მეზობლის აივნიდან სცადა რა დროსაც მეოთხე სართულიდან ჩამოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. მამაკაცი ანსამბლ "ერისიონში" მღეროდა.

შსს-ში "ინფო რუსთავს" განუცხადეს რომ - "მომხდარზე გამოძიება სსკ 115 მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისცმობს".