შსს-მ 8 შვილის მამა დააკავა

2018-08-13 11:53:08

სამართალდამცავებმა სვანეთში მცხოვრები ამირან დევნოზაშვილი დააკავეს, რომელსაც წლების განმავლობაში შვილები სახლში ჰყავდა ჩაკეტილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  დევნოზაშვილი სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით არის დაკევბული, რაც იძულებას გულისხმობს.

მიმდინარე წლის დასაწყისში მედიით ცნობილი გახდა, რომ მამას სვანეთში რვა შვილი წლები სახლში გამოკეტილი ჰყავდა. შვილების ასაკი 7-დან 21 წლამდეა. ბავშვებს სკოლასა და ბაღში არ უვლიათ.