შსს ფარულ ჩანაწერს ავრცელებს [video]

2018-08-13 11:18:26

ბრიფინგი შინაგან საქმეთა სამინისტროში კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვლადიმერ ბოცვაძემ გამართა. [ვიდეო/video]

სამართალდამცველებმა ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერისა და კანონიერი ქურდობის მიმართვის ბრალდებით 4 პირი დააკავეს, ხოლო ე.წ. კანონიერ ქურდი, თენგიზ ხოფერია დაუსწრებლად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.  ამის შესახებ განცხადება, შინაგან საქმეთა სამინისტროში გაკეთდა. უწყების ცნობით, მიმდინარე წლის მაისში დ.გ.-მ, რომელსაც ფინანსური საკითხზე დავა ჰქონდა თ.ბ.-სთან, მატერიალური უპირატესობის მიღების მიზნით თურქეთში მყოფ "კანონიერ ქურდ" თენგიზ ხოფერიას მიმართა და სადავო საკითხის ქურდული გარჩევის გზით გადაწყვეტა სთხოვა.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ვლადიმერ ბორცვაძის  განცხადებით, თავის მხრივ, თ.ბ.-მ ქურდული გარჩევის გზით დავის თავის სასარგებლოდ გადასაწყვეტად მიმართა თურქეთში მყოფ „კანონიერ ქურდს“ და ამგვარად შეეცადა თენგიზ ხოფერიასთან საკითხის გარკვევას. შსს-ს ინფორმაციით, ე.წ. "კანონიერმა ქურდმა" თენგიზ ხოფერიამ კი თ.ბ.-სა და დ.გ.-ს შორის არსებული ფინანსური უთანხმოება ქურდული გარჩევის გზით განიხილა და დავა დ.გ.-ს სასარგებლოდ გადაწყვიტა.

თენგიზ ხოფერიას რამდენჯერმე მიმართეს ფინანსური დავის ქურდული გარჩევის გზით მოგვარების მიზნით და მან ასევე, გადაწყვეტილების აღსასრულებლად თურქეთში დაიბარა რამდენიმე პირი. "დაკავებულებს ბრალი ედებათ კანონიერი ქურდისთვის  მიმართვაში ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერასა და ქურდული სამყაროს წევრობაში. ხოლო კანონიერი ქურდობის ბრალდებით, თენგიზ ხოფერიას მიმართ დაწყებულია სისხლის სამართლებრივი დევნა," - აცხადებენ შსს-ში.

ვლადიმერ ბორცვაძის განმარტებით, სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე გაფართოვდა ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩამონათვალი. 2018 წლის აპრილიდან ქურდულ შეკრებაში მონაწილეობა, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა და ქურდული სამყაროს წევრისთვის ან კანონიერი ქურდისთვის მიართვა დასჯადი გახდა.