35 წლის ქალი გარდაიცვალა

2018-08-13 10:39:57

თბილისში, მშობიარობის შემდეგ 35 წლის ქალი გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით პაციენტს მშობიარობის შემდეგ სისხლდენა დაეწყო, რის გამოც მისი გადაყვანა ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში გახდა საჭირო. ოპერაციის დაწყების შემდეგ 35 წლის ქალს გული გაუჩერდა და გარდაიცვალა.

საქმეზე მიმდინარეობს მოკვლევა და გარდაცვალების ზუსტ მიზეზებს ექსპერტიზა დაადგენს.