ჩხუბი მესხიშვილის ქუჩაზე

2018-08-12 20:38:25

ჩხუბი რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე.

ინციდენტი მესხიშვილის ქუჩაზე, დიდუბის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსების გაჩერებაზე მოხდა.

თვითმხილველები "ინფო რუსთავთან" აცხადებენ რომ კამათი მიკროავტობუსის მძღოლებს შორის სიტყვიერი შეურაცხყოფით დაიწყო და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები. პოლიციამ რამდენიმე პირი გამოკითხვის მიზნით განყოფილებაში გადაიყვანა.