ჭიდაობის რეგიონალური ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები გაიმართა.

2017-01-28 16:08:40

დღეს სასტუმრო „გრანდ ვეჯინში“ ქვემო ქართლის რეგიონის ჭიდაობის ფედერაციის არჩევნები გაიმართა. ახალპრეზიდენტი 11 დელეგატმა, მათ შორის  ქვემო ქართლში არსებული ააიპის ხელმძღვანელებმა, ვეტერანმა სპორტსმენებმა და საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებმა აირჩიეს. პოზიციაზე მხოლოდ ერთი კანდიდატი თამაზ გველუკაშვილი იყო წარმოდგენილი. ქვემო ქართლის ჭიდაობის რეგიონალური ფედერაციის პრეზიდენტი 4 წლის ვადით მეორედ თამაზ გველუკაშვილი გახდა.