ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში [video]

2018-08-12 00:10:29

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე მოხდა. [ვიდეო/video]

ერთმანეთს "ოპელი"-ს და "ფიატი"-ს მარკის ავტომობილები დაეჯახა. "ფიატი"-ს მარკის ავტომობილში მცირეწლოვანი იმყოფებოდა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, ასევე გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი. ექიმებმა მცირეწლოვანს სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, მისი კლინიკაში გადაყვანა საჭირო არ გახდა.