სანიაღვრე სისტემის გაწმენდა

2018-08-11 14:56:43

რუსთავში, რამდენიმე ქუჩაზე სანიაღვრე სისტემის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

სამუშაოები ამჯერად ცენტრალურ ხიდზე, მეგობრობის და შარტავას გამზირზე ხორციელდება.

აღნიშნული სამუშაოები ბოლო პერიოდში აქტიურად მიმდინარეობს. სანიაღვრე სისტემიდან ამოიღეს მიწა, შლამი და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნაგავი.

სამუშაოების მიმდინარეობისას ადგილზე იმყოფებოდა "რუსთავსერვის ცენტრის" ხელმძღვანელი გიორგი გოროზია. "პერიოდულად ვწმინდათ სანიაღვრე სისტემას. გავასუფთავეთ ის ჭებიც რომელიც რამდენიმე წელია არ გაწმენდილა. მოსახლეობას თხოვნით მივმართავთ რომ სანიაღვრე სისტემაში საყოფაცხოვრებო ნარჩენებს ნუ ჩაყრის" - განაცხადა გიორგი გოროზიამ.