რუსთავში მანქანა დაიწვა [video]

2018-08-11 11:09:47

რუსთავში, XVI მიკრო-რაიონში ავტომობილი დაიწვა. [video]

"მერსედესის" მარკის ავტომობილს ცეცხლი მოულოდნელად გაუჩნდა, ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის ეკიპაჟი. მეხანძრეებმა ცეცხლის ლიკვიდაცია დროულად მოახერხეს.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, ცეცხლი ძრავში, სავარაუდოდ ელექტროსადენებს გაუჩნდა.