გზებზე ტექნიკური მარილი იყრება.

2017-01-28 11:53:04

ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი დაცემისა და ნალექის გამო, ცენტრალურ და ეგრედწოდებულ „კუზიან“ ხიდზე ტექნიკური მარილის დაყრა მიმდინარეობს. დასუფთავების სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, გზის მოყინვის საშიშროება ყველაზე მეტად სწორედ ხიდებზეა. ბადრი მოდებაძის განცხადებით სამსახურს ტექნიკური მარილის მარაგი გააჩნია და საჭიროების შემთხვევაში, სამსახურის თნამშრომლები 24 საათის განმავლობაში ნებისმიერ დროს, მარილის მოყრას მთელი ქალაქის მასშტაბით განახორციელებენ.