10 აგვისტოს ელ.ენერგიის მიწოდება შეიზღუდება

2018-08-09 19:32:09

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 აგვისტოს 07:00-დან 19:30 საათამდე შუალედში ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 6261 აბონენტს მარნეულის რაიონის სოფლებში აზიზქენდი, ლეჟბადინი, კულარი, თაზაქენდი, ქუთლიარი და მიმდებარე სოფლებში, 10:00-დან 20:00 საათამდე 2711 აბონენტს გარდაბნის რაიონის სოფლებში ყარაჯალარი, გაჩიანი, აქთაკლია და მიმდებარე სოფლებში, 11:50-დან 18:30 საათამდე 3575 აბონენტს წალკის რაიონის სოფლებში აშკალა, ავრანლო, ნარდევანი, ოზნი, თეჯისი, თამალა-ხარაბა და მიმდებარე სოფლებში, 12:00-დან 15:00 საათამდე 115 აბონენტს ბოლნისის რაიონის სოფლებში დისველი, ბოლნისი და ათონი. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.