9 აგვისტოს ელ.ენერგიის მიწოდება შეიზღუდება

2018-08-08 17:23:02

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 9 აგვისტოს 11:00-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 3969 აბონენტს მარნეულის რაიონის სოფლებში ლეჟბადინი, კაპანახჩი, იალღუჯის დასახლება და მიმდებარე სოფელბში, აგრეთვე მარნეულში, 11:00-დან 18:00 საათამდე 3838 აბონენტს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში ორბეთი, ღოლოვანი, მანგლისი, პანტიანი, ზირბითი და მიმდებარე სოფელბში, 11:00-დან 18:30 საათამდე 748 აბონენტს წალკის რაიონის სოფლებში ხაჩკოვი, თეჯისი, კაბური, ბარეთი და მიმდებარე სოფლებში, 11:00-დან 19:00 საათამდე 2 აბონენტს დმანისის რაიონის სოფლებში კაკლიანი და გომარეთი. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.