"მაჭახელას" ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს[Video]

2018-08-08 13:57:02

"მაჭახელა სამიკიტნოს" ადმინისტრაციამ გუშინდელ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა:
“მოგესალმებით მაჭახელა სამიკიტნოს ადმინისტრაციის სახელით. პირველ რიგში გვინდა ბოდიში მოვუხადოთ საზოგადოებას გუშინდელი ინციდენტის გამო სადაც ჩვენი რამოდენიმე თანამშრომლის მიერ ადგილი ქონდა მცდელობას, შეეზღუდათ ერთ-ერთ ჩვენს ფილიალში სტუმრების მიერ ოკუპანტი ქვეყნის მამხილებელი პოსტერის დემონტრირებისთვის. სამწუხაროდ საკმაოდ ძნელია ინფორმაციას ფლობდე ყველა იმ ათასობით თანამშრომლის პირადი პოლიტიკური შეხედულებების თუ მოსაზრებების შესახებ, რომლებიც ჩვენს ქსელში არიან დასაქმებულნი. ასევე ძნელია პასუხი აგო ყოველი მათგანის მყისიერ და არასწორ გადაწყვეტილებებზე. ჩვენ ვგრძნობთ იმ პასუხისმგებლობას რომელიც გვეკისრება ამ შემთხვევაში და დაუყონებლივ ვწყვეტთ საქმიან ურთიერთობას ყველა იმ თანამშრომელთან რომლებიც ჩართულნი იყვნენ ამ ინციდენტში მათ შორის ადმინთან რომელმაც სრულიად არაკორექტულად და არასწორედ გამოხატა ჩვენი პოზიცია. იმედია ეს იქნება სიგნალი იმისა რომ მსგავსი რამ აღარასოდეს განმეორდეს. ასევე გვინდა ავღნიშნოთ რომ ჩვენი ორგანიზაცია სრულიად იზიარებს საზოგადოების იმ გულისტკივილს და აღშფოთებას რაც რუსეთის მიერ ჩვენი ქვეყნის ოკუპაციით არის გამოწვეული. კიდევ ერთხელ ბოდიშს გიხდით მომხდარი ინციდენტის გამო.“
შემთხვევა გუშინ თავისუფლების მოედანზე მაჭახელა სამიკიტნოში მოხდა. რესტორნის მიმტანებმა და დაცვამ სტუმრებს მაგიდიდან რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისადმი მიძღვნილი აქციიდან წამოღებული პუტინის ტრასპარანტის აღება თხოვეს. ნახეთ ვიდეო