გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს

2018-08-08 12:05:45

რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წელი გავიდა. ქალაქის მერმა და თვითმართველობის წარმომადგენლებმა გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს. მემორიალთან გარდაცვლილ მეომართა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გაიმართა.
ომიდან 10 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ რუსთავის ჩოხოსანთა საზოგადოება და ანსამბლი ,,მე რუსთველი’’.
შეგახსენებთ, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში ექვსი რუსთაველი ჯარისკაცი: ვახტანგ გზირიშვილი, გიორგი ჯავახიშვილი, კახაბერ თავგორაშვილი, ლევან იოსებიძე,  ბესიკ კაპანაძე და ზაზა ფერაძე დაიღუპნენ.
ვახტანგ გზირიშვილი, ლევან იოსებიძე, გიორგი ჯავახიშვილი და ზაზა ფერაძე IV ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონში იბრძოდნენ, კახაბერ თავგორაშვილი გულუას სახელობის სპეცდანიშნულების რაზმში, ხოლო ბესიკ კაპანაძე შსს-ს ჯარში მსახურობდა.
ოთხი მათგანი, სიკვდილის შემდეგ, ვახტანგ გორგასლის სახელობის პირველი ხარისხის ორდენით, ბესიკ კაპანაძე გორგასლის მეორე ხარისხის, ზაზა ფერაძე კი მესამე ხარისხის ორდენითაა დაჯილდოებული.