კომპანია "ქემიქალს ქოუთინგ თრეიდინგი" რუსთავში

2018-08-07 21:43:59

რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ კომპანია "ქემიქალს ქოუთინგ თრეიდინგის" სასაწყობე ბაზა მოინახულა. კომპანია, რომელიც რუსთავის საწარმოო ზონაში მდებარეობს, ქართველ მომხმარებელს იტალიაში წარმოებულ ლაქ-საღებავებს სთავაზობს.

კომპანია უახლოეს პერიოდში პროდუქციის ადგილზე წარმოებას და ქართულ ბაზარზე მრავალფეროვანი და ხარისხიანი პროდუქციით დამკვიდრებას გეგმავს.

კომპანიას დაწყებული აქვს შესაბამისი სპეციალობების პერსონალის გადამზადება და ახალი საწარმოო ხაზის გაშვების შემდგომ დამატებითი სამუშაო ადგილები შეიქმნება.

 

ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს