სიღნაღში ზიპლაინი გაიჭედა

2018-08-07 20:06:42

სიღნაღში ზიპლაინი გაიჭედა, 3 ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვანი ჰაერში იყო გაჩერებული.

არსებული ინფორმაციით აღნიშნული მომსახურებით ოჯახი სარგებლობდა, ისინი სიმაღლიდან დაეშვნენ თუმცა მოულოდნელად ზიპლაინი გაიჭედა და რამდენიმე წუთი ჰაერში მოუწიათ ყოფნა. ადგილობრივი ყვება რომ - "იყო პანიკური ვითარება, ადგილზე გამოიძახეს სამაშველო სამსახური, თუმცა კომპანიის თანამშრომლებმა დროულად მოახერხეს რეაგირება და ჰაერში დარჩენილი ადამიანები მიწაზე დასვეს".

ფოტო შერჩეულია შინაარსობრივად