შემთხვევა რუსთავში, მდინარე მტკვარში [photo]

2018-08-06 23:57:00

რუსთავში ე.წ. "ახალ ხიდზე" სასწრაფო სამედიცინოს, საპატრულო პოლიციის და სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები იყო მობილიზებული.

არსებული ინფორმაციით მდინარე მტკვარში რამდენიმე მეთევზე შევიდა და უკან გამოსვლას ვერ ახერხებდა.

სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა მდინარეში ნავით შესვლა მოახერხეს და წყლიდან უვნებლად 5 მეთევზე გამოიყვანეს.