ყოფილი კინოთეატრის შენობა გაიყიდა

2018-08-07 00:14:31

ყოფილი კინოთეატრის შენობა გაიყიდა.

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ყოფილი კინოთეატრი "რუსთაველი"-ს შენობა გაიყიდა. არსებული ინფორმაციით ობიექტი 1 000 000 დოლარად იყიდებოდა.

ამ ეტაპზე ობიექტში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. "ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, ყოფილი კინოთეატრის შენობაში ერთ-ერთი ცნობილი ბრენდი განთავსდება.

ობიექტის გასხვისებამდე შენობაში სამორინე ფუნქციონირებდა.