სამშობიაროში ქალი გარდაიცვალა

2018-08-06 19:31:23

ქარელის მუნიციპალიტეტში 35 წლის ქალი მშობიარობის დროს გარდაიცვალა. ლალი ცხვედაძე მეხუთე შვილს ელოდებოდა, შემთხვევა სამშობიარო სახლ "დასტაქარში" მოხდა. პაციენტი კლინიკაში გვიან ღამით შეიყვანეს.

35 წლის ქალს ექსპერტიზა უტარდება, რის შემდეგაც გარდაცვალების მიზეზი დადგინდება. ლალი ცხვედაძეს მეუღლე და 4 შვილი დარჩა.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116 მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.