სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი

2018-08-06 17:04:12

სალომე ზურაბიშვილი - "მინდა გითხრათ რომ მე ვაყენებ ჩემ კანდიდატურას პრეზიდენტობაზე, ეს არის ჩემი გადაწყვეტილება, ბევრი ვიფიქრე. იმიტომ რომ ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, იცით რომ 2013 წელსაც ვფიქრობდი ამაზე მაგრამ გადაწყვეტილება ახლა მივიღე. მქონდა ჩემი შვილის ქორწილი ამ დღეებში, რაც ნიშნავს რომ მალე ალბათ იქნებიან შვილიშვილები და მე უკვე ვიცი რომ ამ ვალდებულებას ნაკლებად შევასრულებ და ვფიქრობდი ჩავერთო თუ არ ჩავერთო ამ რთულ მარათონში. მე ვარ ვალდებული ჩემი წინაპრების წინაშე და არა მარტო."