პირველი ქართული სახანძრო მანქანა [Photos]

2018-08-06 16:40:57

პირველი ქართული სახანძრო-სამაშველო მანქანა 2018 წელს სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტაში“ აეწყობა.
სახანძრო მანქანა სამაშველო ფუნქციებითაც იქნება აღჭურვილი.
მაღალი გამავლობის მულტიფუნქციური მანქანა, მაქსიმალურად მორგებულია ქართულ გეოგრაფიულ ლანდშაფტსა და ურბანულ თავისებურებებს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მომავალი წლების განმავლობაში, არცერთ სახანძრო-სამაშველო შენობაში არ იქნება საბჭოთა წარმოების მანქანა. ეტაპობრივად, სრულად განახლდება ავტოპარკი და პირველ რიგში, ეს პროცესი რეგიონებიდან დაიწყება.