ტურისტი მთიდან დაგორდა

2018-08-06 14:01:53

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური - "ყაზბეგი, სტეფანწმინდა - მაშველებმა საუდის არაბეთის მოქალაქე გადაარჩინეს.

ტურისტს გველეთის ჩანჩქერან ახლოს, ბილიკზე ფეხი დაუცურდა და დაშავდა, შედეგად თავისა და ზედა კიდურების დაზიანება მიიღო.

მაშველებმა დაზარალებული პირველადი დახმარება აღმოუჩინეს და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში გადაიყვანეს".