მეთევზეები ნაპირზე ვერ გამოდიოდნენ [photo]

2018-08-05 19:07:11

რუსთავში, მდინარე მტკვრიდან მეთევზეები გამოსვლას ვერ ახერხებდნენ.

მარცხენა და მარჯვენა სანაპიროების დამაკავშირებელ, ცენტრალური ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, მეთევზეები მდინარე მტკვარში შევიდნენ და უკან გამოსვლას ვეღარ ახერხებდნენ.

ადგილზე გამოიძახეს სამაშველო სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟი. მაშველებმა მდინარე მტკვრიდან 3 მოქალაქე უსაფრთხოდ გამოიყვანეს.