სპეცოპერაცია ესპანეთში [Video]

2018-08-05 16:04:27

ესპანეთში პოლიციამ 2 ქართველი და 1სომეხი ე.წ “კანონიერი ქურდი“ დააკავა. [Video]

სამივე მამაკაცი ქალაქ მარბელიაში ერთ-ერთ რესტორანში დააკავეს, არსებული ინფორმაციით, მათ ბრალად შეხვედრაზე ერთ-ერთი  დაჯგუფების წევრის მკვლელობის დაგეგმვა ედებათ. დაკავების შემდეგ ესპანეთის პოლიციამ მათი კუთვნილი სახლები და ავტომობილები გაჩხრიკა.

ე.წ "კანონიერი ქურდების" დაკავება ესპანეთში ივნისში ჩატარებული ხმაურიანი ოპერაციის გაგრძელებაა, რა დროსაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობის ბრალდებით 129 ადამიანი დააკავეს.