თოდრიის ქუჩის რეაბილიტაცია მაისში დაიწყება.

2017-01-27 15:37:10

რამდენიმე თვეში თოდრიას ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყება. სამუშაოების ჩასატარებლად ქალაქის თვითმმართველობამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. თოდრიას ქუჩაზე, გზის დაზიანებული საფარი, როგორც ავტომანქანების მძღოლებისთვის ისე ფეხით მოსიარულეებისთვის, პრობლემას წლების განმავლობაში წარმოადგენდა. აღნიშნული ქუჩის კეთილმოწყობა ყველაზე ბევრმა ადამიანმა მოითხოვა, "ინფო რუსთავის" მიერ ჩატარებულ გამოკითხვაშიც. კითხვაზე: რომელი ქუჩის კეთილმოწყობა იყო პრიორიტეტული რუსთაველებისთვბის, თოდრიის ქუჩა პასუხად, რესპოდენტების 70%-ზე მეტმა დაასახელა. თოდრიის ქუჩის გზის და ტროტუარების სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 199 349 ლარია გამოყოფილი. ქუჩის რეაბილიტაცია 15 მაისს დაიწყება და 4 თვეს გასტანს.

გზის საფარის კეთილმოწყობა იგეგმება დავით გარეჯის #4 ა-ს, მეგობრობის II გასასვლელსა და ყოფილი ტურბაზის სიახლოვეს, დევნილთა დასახლებების მიმდებარედაც. აღნიშნული სამუშაოებისთვის 138 718 ლარი დაიხარჯება.