მათემატიკისა და გეოგრაფიის გამოცდების შედეგები

2018-08-06 00:05:51

2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მათემატიკისა და გეოგრაფიის შედეგები უკვე გამოქვეყნდა.

რუსთავში ყველაზე მაღალი- 58 ქულა მათემატიკაში მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლე თათია სებისკვერაძემ მიიღო. "ინფო რუსთავმა" გაარკვია იმ აბიტურიენტების ვინაობაც, რომლებმაც მათემატიკის გამოცდაზე მაღალი შედეგები აჩვენეს. შეგახსენებთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ჩამონათვალში რომელიმე მაღალქულიანი აბიტურიენტი ვერ მოხვდა, შეგიძლიათ, ინფორმაცია მოგვაწოდოთ კომენტარის ან პირადი შეტყობინების სახით. გთავაზობთ რუსთავის მაღალქულიანი აბიტურიენტების ჩამონათვალს:

თათია სებისკვერაძე - 58 ქულა (მე-2 საჯარო სკოლა)
სოფიკო ქურდაძე - 56 ქულა (24-ე საჯარო სკოლა)
მარიამ ყიფშიძე - 56 ქულა (22-ე საჯარო სკოლა)

ნინო კუპატაძე - 56 ქულა (მე-7  საჯარო სკოლა)

ირაკლი კაპანაძე- 55 ქულა (სკოლა "ჩირაღდანი")

ლუკა ემრაშვილი - 55 ქულა (24-ე საჯარო სკოლა)
ნინო ჩიხრაძე - 54 ქულა ( მე-4 საჯარო სკოლა)
ნიკა ნატროშვილი - 53 ქულა (26 საჯარო სკოლა)
ლაზარე ჭალაძე - 52 ქულა (მე-2 საჯარო სკოლა)
ვალერი გოგალაძე - 52 (მე-7  საჯარო სკოლა)
დატო კახიშვილი - 52 ქულა (მე-4 საჯარო სკოლა)
მარიამ გოგიძე - 52 ქულა (24-ე საჯარო სკოლა)
ზურა მეტრეველი - 51 ქულა (მე-4 საჯარო სკოლა)

გიორგი ფაიქრიძე -51 ქულა (24-ე საჯარო სკოლა)
გიორგი კანაშვილი - 51 ქულა (24-ე საჯარო სკოლა)
ავთო კახიშვილი - 50 ქულა (მე-4 საჯარო სკოლა)
აბი მილდიანი - 50 ქულა (მე-4 საჯარო სკოლა)

ხოლო რაც შეეხება გეოგრაფიის გამოცდის შედეგებს დაფიქსირდა - 52 ქულა, რომელიც მე-4 საჯარო სკოლის მოსწავლემ ნინო მძელაურმა მიიღო.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით მათემატიკაში აბიტურიენტების 20% ვერ გადალახა ზღვარი, ხოლო რაც შეეხება გეოგრაფიის გამოცდას, აბიტურიენტებმა ორი ვარიანტი წერეს. პირველ ვარიანტში ზღვარი 10%-მა, ხოლო მეორე ვარიანტში 16%-მა ვერ გადალახა.