ვინ არის გარდაცვლილი მამაკაცი [photo]

2018-08-04 23:35:58

ცენტრალურ მაგისტრალზე, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გარდაცვლილი 26 წლის მამაკაცი, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ გამარჯვებაში ცხოვრობდა.

არსებული ინფორმაციით ახალგაზრდა მძღოლის თანაშემწე იყო და შემთხვევის დროს მის გვერდით, სათადარიგო სკამზე იჯდა. 26 წლის მამაკაცი ახალი დაოჯახებული იყო, მას ფეხმძიმე მეუღლე დარჩა.

შეგახსენებთ რომ ავტოსაგზაო შემთხვევა კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფერმასთან მოხდა. სამგზავრო ავტობუსი, რომელიც რეისს ახალციხიდან რუსთავის მიმართულებით ასრულებდა ტრაილერს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაშავდა 13 მგზავრი, მათგან 1 მცირეწლოვანი, ხოლო 5 მოზარდი, აქედან ორის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, მათგან ერთს ოპერაცია უტარდება. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული კიდევ ორი ადამიანი მართვით სუნთქვაზეა.

გამოძიება უკვე დაწყებულია. შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით იძიებს. რაც შეეხება დაშავებულებს, ისინი მცხეთისა და თბილისის სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობენ.