ოჯახური ძალადობის ფაქტი

2018-08-04 22:25:35

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში შვილიშვილმა პაპა დაჭრა, ბებიას კი დაზიანებები მიაყენა.

ადგილობრივების ცნობით შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, რა დროსაც მამაკაცმა ცივი იარაღით პაპა დაჭრა ხოლო ბებიას კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები. დაშავებულები თელავის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ 117 მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.