ავტობუსი რუსთავში ბრუნდებოდა

2018-08-04 17:36:24

ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. დაშავებულია 10-მდე ადამიანი.

ავარია ცენტრალურ მაგისტრალზე  სოფელ ფერმასთან, მოხდა. ერთმანეთს სამგზავრო ავტობუსი და ტრაილერი დაეჯახა. ინფო რუსთავის ინფორმაციით, ავტობუსში მგზავრები იმყოფებოდნენ, რომლებიც ახალციხიდან რუსთავში ბრუნდებოდნენ. აღნიშნული ავტობუსი მარშრუტს ყოველ დღე რუსთავი-ახალქალაქის მიმართულებით ასრულებდა.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები. მაგისტრალზე დროებით შეზღუდულია ავტომობილების მოძრაობა.

როგორც ინფო რუსთავს შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს.