მაშველებმა ქალი გადაარჩინეს

2018-08-04 13:38:43

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საზღვაო მაშველებმა გრიგოლეთში სომხეთის მოქალაქე გადაარჩინეს.

33 წლის ქალი მაშველებმა ზღვიდან სკუტერით გამოიყვანეს. პირველადი სამედიცინო დახმარება მედიკოსებმა ადგილზე აღმოუჩინეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.