მარცხენა სანაპიროს წყლის მიწოდება შეზღუდული აქვს.

2017-01-27 12:33:32

რუსთავის მარცხენა სანაპიროს წყალმომარაგება შეწყვეტილი აქვს. კომპანია "რუსთავის წყლის" ინფორმაციით, ამის მიზეზი დუმბაძის და ბოსტანქალაქის ქუჩების კვეთაზე,  წყალსადენის ქსელის დაზიანებაა.

”წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, მარცხენა სანაპიროს წყალმომარაგების ქსელზე ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები განახლდება. აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს, 27 იანვარს, დილის 10:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება: რუსთავის მარცხენა სანაპიროს”, - ნათქვამია „რუსთავის წყალის“ განცხადებაში. 
როგორც კომპანიაში განმარტავენ წყალმომარაგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, საღამოს 20:00 საათიდან აღდგება.

”წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „რუსთავის წყალი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწვდის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის 22 00 11 და “ფეისბუქის” საშუალებით. კომპანია „რუსთავის წყალი“ ბოდიშს უხდის აბონენტებს დისკომფორტისთვის და შეეცდება ტექნიკური სამუშაოები, რაც შეიძლება მოკლე დროში დაასრულოს”, - აღნიშნულია განცხადებაში.