ფილმს სპეციალური კომისია გამოავლენს

2018-08-04 12:59:20

ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად წელს შემდეგი 6 ქართული ფილმი იბრძოლებს:
ხიბულა - რეჟისორი გიორგი ოვაშვილი;
ნამე - რეჟისორი ზაზა ხალვაში;
ჰორიზონტი - რეჟისორი თინათინ ყაჯრიშვილი;
დედე - რეჟისორი მარიამ ხაჭვანი;
ექვთიმე ღვთისკაცი - რეჟისორი ნიკოლოზ ხომასურიძე;
ჰამლეტი - რეჟისორი გიორგი მეგრელიშვილი.

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის განცხადებით,  ამერიკის კინოაკადემიამ ტრადიციულად თხოვნით მიმართა ეროვნულ კინოცენტრს შეერჩია 2018 წლის კანდიდატი ფილმი საქართველოდან ოსკარის ნომინაციისთვის - საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი.

შემოსული ფილმებიდან საქართველოს კანდიდატ ფილმს სპეციალური კომისია ფარული კენჭისყრით გამოავლენს. კომისიის წევრებისათვის კვალიფიციური ფილმების ჩვენება აგვისტოს ბოლოს გაიმართება.

ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.