სამუშაოებს "რუსთავსერვის ცენტრი" ახორციელებს

2018-08-04 12:33:59

რუსთავში გარე განათების სიტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც, კლდიაშვილისა და მეგობრობის გამზირზე ძველი გარე განათების სანათები ახლით შეიცვალა. აღნიშნულ ქუჩებზე ახალი ტიპის ე.წ. ლედ სანათები დამონტაჟდა, რითაც ელექტროენერგიის გადასახადი დაიზოგება.

ქალაქის მასშტაბით, გარე განათების ქსელის რეაბილიტაციას მერიის ა(ა)იპ ,"რუსთავსერვის ცენტრი’" ახორციელებს. ქსელის განახლება ეტაპობრივად, ქალაქის ყველა უბანში მოხდება.