სამუშაობს "რუსთავსერვის ცენტრი" ახორციელებს

2018-08-03 16:58:02

რუსთავში, ლეონიძის სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

ტერიტორიას ბალახისგან  "რუსთავსერვის ცენტრის" წარმომადგენლები ასუფთავებენ. სამუშაოების ფარგლებში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე მინი სკვერებიც წესრიგდება.

აღნიშნულ სამუშაოებს, "რუსთავსერვის ცენტრი" სეზონის განმავლობაში რამდენჯერმე აწარმოებს. სამუშაოები ქალაქის იერსახის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.