საგამოძიებო კომისიის სხდომა

2018-08-03 11:46:09

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის საგამოძიებო კომისიის ფორმატში, ყოფილი მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძისა და შს მინისტრ, გიორგი გახარიას გამოკითხვა მიმდინარეობს.

სხდომის დაწყებამდე ირაკლი აბესაძემ მედიასთან კომენტარი გააკეთა სადაც მან განაცხადა "გახარიასა და შოთაძესთან მთავარი კითხვა იქნება იყო თუ არა ეს მიზანმიმართულად არასწორად წარმართული გამოძიება, ხდებოდა თუ არა ეს ვინმეს ჩარევით, ვინ იყვნენ ის ადამიანები, ვინც შესაძლოა გავლენას ახდენდნენ გამოძიების არასწორი მიმართულებით წარმართვასთან დაკავშირებით.
საბოლოო დასკვნაში შეფასებული იქნება რიგითი გამომძიებლიდან დაწყებული, მინისტრის და ყოფილი მთავარი პროკურორით დამთავრებული თითოეულის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი,“-აცხადებს ირაკლი აბესაძე.

დღეს 15: 00 საათზე კი კომისიის წევრები უკვე იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს მოუსმენენ.