მომდევნო 4 დღის ამინდის პროგნოზი

2018-08-03 00:07:26

3 აგვისტოდან 5 აგვისტოს ჩათვლით საქართველოში შავი ზღვის ჩრდილო - დასავლეთიდან მოსალოდნელია შედარებით გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3 – 4 ბალიანი ღელვა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ - ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 3 აგვისტო +34°C, 4 აგვისტო +30°C, 5 აგვისტო +33°C, 6 აგვისტო +31°C.