რას ყვებიან ის პირები ვინც მამაკაცი ამოიცნო

2018-08-02 23:45:04

რამდენიმე დღის წინ "ინფო რუსთავის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სადაც ერთერთ მაღაზიაში მამაკაცის მხრიდან გარყვნილ ქმედებაზე გაუწყებდით რუსთაველებში განსაკუთრებული აგრესია მოჰყვა. აღმოჩნდა რომ გოგონების ნაწილს აღნიშნული მამაკაცი სხვადასხვა სუპერმარკეტებში ჰყავთ შემჩნეული. მათივე აღწერით მამაკაცი საშუალო სიმაღლის არის, შავგვრემანი, საუბრობს დამტვრეული რუსულით და სავარაუდოდ არ არის ქართველი.

"ინფო რუსთავი" დაინტერესდა დააკავა თუ არა აღნიშნული მამაკაცი შსს-მ. აღმოჩნდა რომ ძიება ამ დრომდე მიმდინარეობს და პოლიციას გარყვნილ ქმედებაში შემჩნეული პირი ამ დრომდე არ დაუკავებია.