შეხვედრა ქვემო ქართლის გუბერნიაში

2018-08-02 14:09:12

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, და გუბერნატორის მოადგილემ სამხარეო ადმინისტრაციაში განჯა-გაზახის რეგიონის წარმომადგენლებს უმასპინძლეს.

შეხვედრაზე, მხარეებმა ქვემო ქართლის რეგიონში საზღვრისპირა ტურიზმის განვითარების შესახებ ისაუბრეს და  სამომავლო  გეგმები დასახეს.

აზერბაიჯანულ დელეგაციას რეგიონში არასამთავრობო ორგანიზაცია ,,კოდის სათემო განათლების ცენტრი“, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოება თანამშრომლობისა და განვითარებისათვის ტურისტული პოტენციალის გაზრდა აზერბაიჯანისა და საქართველოს სასაზღვრო რეგიონებში“ ფარგლებში მასპინძლობს.
პროექტის ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება რაც  განჯა-გაზახსა და ქვემო ქართლში საერთაშორისო ტურისტული მარშრუტების შექმნას, რეგიონული თანამშრომლობის განვითარებას და არსებული პოტენციალის გაზრდას ითვალისწინებს.

დელეგაციის წევრები ერთი კვირის განმავლობაში ქვემო ქართლის შვიდივე მუნიციპალიტეტში  ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს მოინახულებენ.

„დღეს ჩვენთან სტუმრად  აზერბაიჯანის რესპუბლიკის განჯა-გაზახის რეგიონის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. სტუმრები ჩართულები არიან პროექტში რომელსაც „ჯი აი ზე ტი“  ევროკავშირის თანადაფინანსებით ახორციელებს. გაეცნენ ქვემო ქართლის რეგიონში  ტურისტულ პოტენციალს, ისინი რამდენიმე დღის განმავლობაში რეგიონში დარჩებიან და გაეცნობიან ყველა ღირსშესანიშნავ და ტურისტულ მიმართულებებს რომლებიც ჩვენს რეგიონს აქვს და ქართველ კოლეგებთან ერთად დასახავენ სამომავლო გეგმებს რეგიონალური ტურიზმის მიმართულებით“ „ინფო რუსთავთან“- ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსანდრე მეტრეველმა განაცხადა.