პრეზიდენტმა 83 მსჯავრდებული შეიწყალა

2018-08-02 12:20:07

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 83 მსჯავრდებული შეიწყალა.

შეწყალებისკომისიამ 23-29 ივლისის პერიოდში 976 მსჯავრდებულის საქმე განიხილა და პრეზიდენტს რეკომენდაციები გადაუგზავნა.

83 შეწყალებულიდან 40 დღესვე დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებას, 43-ს კი სასჯელი შეუმცირდა. ზვიად ქორიძის ინფორმაციით, შეწყალებულთა შორის სამი ქალია, რომელთაგან ერთი დღესვე გათავისუფლდება და 1 არასრულწლოვანი.  43 მსჯავრდებულს შორის ერთი უვადოდ მსჯავრდებულიცაა, რომელსაც პრეზიდენტმა გათავისუფლების კონკრეტული თარიღი დაუდგინა.